Windows-ზე

  1. გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.

  2. ჩამოტვირთეთ Windows-ზე .exe ფაილი.

  3. (სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.

  4. მას შემდეგ, რაც ჩამოტვირთვა დასრულდება, ორჯერ დაწკაპეთ .exe ფაილზე. დაელოდეთ დაყენების მეგზურის მუშაობის დასრულებას.

macOS-ზე

  1. გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.

  2. ჩამოტვირთეთ macOS-ის .dmg ფაილი.

  3. (სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.

  4. მას შემდეგ, რაც ჩამოტვირთვა დასრულდება, დაწკაპეთ .dmg ფაილზე. დაელოდეთ დაყენების მეგზურის მუშაობის დასრულებას.

GNU/Linux-ზე

  1. გადადით Tor-ბრაუზერის ჩამოტვირთვის გვერდზე.

  2. ჩამოტვირთეთ Linux-ის .tar.xz ფაილი.

  3. (სასურველია) ფაილის ნამდვილობის დამოწმება ხელმოწერით.

  4. შემდეგ კი მიჰყევით ან გრაფიკულ, ან ბრძანებათა ველის მითითებებს:

გრაფიკული ხერხი

  • როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი გაშალეთ შესაბამისი პროგრამით.

  • საჭიროა მიუთითოთ GNU/Linux-ს, რომ დაგრთოთ ნება, გაუშვათ shell-სკრიპტები. გადადით Tor-ბრაუზერის ახლადშექმნილ საქაღალდეში. მარჯვენა ღილაკით დაწკაპეთ start-tor-browser.desktop, გახსენით პარამეტრები ან მახასიათებლები და დაუშვით ფაილის პროგრამის სახით გაშვების ნებართვა. ორჯერ დააწკაპეთ ხატულაზე Tor-ბრაუზერის პირველად გასაშვებად.

.desktop-ფაილის გამშვებად ქცევა Linux-ზე

შენიშვნა: Ubuntu-სა და ზოგიერთ სხვა დისტრიბუტივზე, თუ შეეცდებით გაუშვათ start-tor-browser.desktop, შესაძლოა ტექსტური ფაილი გაიხსნას. In that case, you will have to change the default behavior and allow running .desktop files as executables. This setting can usually be found in your file manager.

ბრძანებათა ველის ხერხი

  • როცა ჩამოტვირთვა დასრულდება, არქივის შიგთავსი გაშალეთ ბრძანებით tar -xf [TB archive].

  • Tor-ბრაუზერის საქაღალდიდანვე შეგიძლიათ გაუშვათ ბრაუზერი ბრძანებით:

    ./start-tor-browser.desktop

    შენიშვნა: თუ ეს ბრძანება არ იმუშავებს, მოგიწევთ ფაილი აქციოთ გამშვებად. ამავე საქაღალდიდან, გაუშვით: chmod +x start-tor-browser.desktop

დამატებით, სხვა აღნიშვნების დართვითაც შეიძლება გაეშვას start-tor-browser.desktop ბრძანებათა ველიდან:

აღნიშვნა აღწერა
--register-app Tor-ბრაუზერის სამუშაო პროგრამად მითითება.
--verbose Tor-ისა და Firefox-ის გამოტანილი მონაცემების ასახვა ბრძანებათა ფანჯარაში.
--log [file] Tor-ისა და Firefox-ის გამოტანილი მონაცემებს ჩაწერა ფაილში (ნაგულისხმევად: tor-browser.log).
--detach ბრძანებათა ველის ჩახსნა და Tor-ბრაუზერის ფონურად გაშვება.
--unregister-app Tor-ბრაუზერის სამუშაო პროგრამებიდან მოცილება.

იხილეთ, როგორ უნდა განაახლოთ Tor-ბრაუზერი.